ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ორი ფაქტის შემთხვევაში, როცა ხელიდან ხელში თანხის გადაცემა დაფიქსირდა, რეალურად ცოლ-ქმარს შორის თანხის გადაწოდება იყო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
"ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემა. ერთ შემთხვევაში ქმარმა ცოლს გადაუწოდა თანხა, მეორე ბათუმის შემთხვევაში პირიქით იყო, ცოლმა ქმარმა გადააწოდა თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული, შეუძლიათ თქვენს კოლეგებს მოიძიონ ნათესაური კავშირი. ესეც იყო უტრირებული მაგალითები, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ხორციელდება", - განაცხადა მდინარაძემ.