მდინარე ენგურზე ეგრეთწოდებული საზღვარი ისევ ჩაიკეტა. გადაწყვეტილება დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო. როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, ეგრეთწოდებული საზღვარი 26 მაისს გაიხსნა.
ექვსი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნება 532-მა ადამიანმა შეძლო.
ეგრეთ წოდებული საზღვარი მდინარე ენგურზე 14 მარტსაც ჩაიკეტა. პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი საოკუპაციო ძალებმა 15 ივნისამდე გააგრძელეს.