გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ცხედრის პოვნა ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ბიჭი 7 აგვისტოს გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.