სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.
დაკარგულის შვილის თქმით, მამა მდინარე რიონზე გუშინ წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა.
სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ასევე, სამძებრო ღონისძიებებში იყენებენ, საფრენი აპარატს და წყლის სკანერს.