logo
ENG



მდინარე ძუსაში, მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

02 მარ 202421:46
3 წუთის საკითხავი
clock 6473
2024/03/02/bwvs6de6pio3wax.png

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. 

უბედური შემთხვევა სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობის დროს მოხდა. ერთ-ერთ მოქალაქეს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც შემდგომ ადგილზე მაშველები გამოიძახა. ერთი მოქალაქის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი კი დაიღუპა. 

დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. 

 


close დახურვა