მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, პარასკევს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
ცესკო-ს მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში სულ 9 პარტია შევიდა, მათგან ქართული ოცნება უმრავლესობით. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამდგომლობით, სამი შეხვედრა უკვე გაიმართა. დღეს, 8 დეკემბერს კი მეოთხე რაუნდი გაიმართება.