ეძებენ 2 დაკარგულ გარდაბნელ არასრულწლოვან გოგოს.
ისინი 12 და 13 წლისები არიან.
გოგოები სახლიდან 5 დღის წინ გავიდნენ. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მაღაზიაში მიდიოდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ასე არ მოქცეულან.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი კვალი რკინიგზის სადგურზე იკარგება.
მათივე თქმით, ნახეს მიმოწერა, რომელშიც ისინი ბათუმში მყოფ მეგობარს ეუბნებოდნენ, რომ მალე ჩამოვიდნენ.
ძებნაში ჩართულია პოლიცია.