logo
ENG



მე ვხედავ საქართველოს, სადაც ოცნება არის ოპოზიციაში - გიორგი ვაშაძე

09 მარ 202022:17
3 წუთის საკითხავი
 

„მე ვხედავ საქართველოს, სადაც „ქართული ოცნება“ არის ოპოზიციაში", - ასე აფასებს გიორგი ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების ერთგვარი ნაწილი და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვის ფორმირებაში.

„ვხედავ საქართველოს, სადაც „ქართული ოცნება“ არის ოპოზიციაში და იღებს მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში. მე არ ვხედავ მომავალს ოცნებასავით, რომელსაც ჰგონია, რომ თუ ასე ოპოზიცია ამბობს, ინიციატივა აუცილებლად არასწორია - ეს არ არის ევროპა და დამღუპველია ქვეყნისთვის. ევროპული პოლიტიკა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ოპოზიციაც იღებს მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში - ოპოზიცია ნაწილია ხელისუფლების და სწორედ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ ისტორიაში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რვა მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. 


close დახურვა