"მე სამართლებრივად ვიტყვი, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ, მეც ახლა ეს დღეები მაქვს ურთიერთობები, საუბრები, კომუნიკაცია თამარის მეგობრებთან და ოჯახის ყველა წევრთან. მე პირადად, არა როგორც ადვოკატი, თვითმკვლელობას გამოვრიცხავ", - განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულაზე" სტუმრობისას.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას თავად გარდაცვლილის ოჯახიც გამორიცხავს.