logo
ENG



მებრძოლების პასუხი ღარიბაშვილს

06 დეკ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

"არიან ადამიანები, სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ უკრაინაში ომში. 100 წლის შემდეგ ყველანი, მეც და თქვენც, გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს." - ეს არის იმ განცხადებების ნაწილი, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს დღეს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მძიმე შეფასებები მოაყოლა.

ქართველი სამხედროების ცხედრები ჯერ არ ჩამოუსვენებიათ, ჭირისუფლებს კი ხელისუფლების განცხადებებზე გამოხმაურება უწევთ. ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს დღეს უკრაინაში მებრძოლებმაც უპასუხეს. 

 


close დახურვა