გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს კვლავ არ იწონებს და უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მსგავსად, რუსი ჟურნალისტის ასაკზე აპელირებს.
"ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, პოზნერის წინააღმდეგ პროტესტს შეიძლებლოდა მხოლოდ კოვიდრეგულაციების ორმაგი სტანდარტით გატარების საწინააღმდეგო შინაარსი ჰქონოდა, სხვა მხრივ, მეგრელიშვილი ამბობს, რომ კვერცხების სროლის ნაცვლად პოზნერს გადაცემაში დაპატიჟებდა და კითხვებს დაუსვამდა.
"კვერცხს არ ვისროდი და ასე გიჟივით არ მოვიქცეოდი", - ამბობს მეგრელიშვილი, - "ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტების მიერ მოწყობილი აქციების მე არ მჯერა".
მეგრელიშვილმა საპროტესტო აქცია გუშინვე არ მოიწონა, როდესაც აქტივისტები სასტუმროს რესტორანთან იყვნენ შეკრებილები და სტუმრების მხრიდან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ.
თავად პოზნერი სასტუმრო ვინოტელში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა, ის ამბობს, რომ საქართველოში მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს ტერიტორია დღეს გამთენიისას დატოვეს.
