logo
ENG



მედვედევი: ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზებზე

30 აგვ 202222:38
3 წუთის საკითხავი
 
მედვედევი: ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზებზე

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ "ევროპელმა ლიდერებმა ტვინი წაუღეს რუსეთის მოქალაქეებს რუსოფობიური კრახით შენგენის ვიზებთან დაკავშირებით".

როგორც მედვედევი Telegram-ზე წერს, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვით ევროპა აჩვენებს, როგორ ექცევა რუსეთის მოქალაქეებს.

"ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს. ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ნაკლებად მოაცდენენ რუსეთს და მის მოქალაქეებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან ტყუილითა და ბოდვებით", - წერს მედვედევი.


close დახურვა