logo
ENG



მედვედევი: კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა

20 ნოე 202219:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/of9s27s2oalnv7t.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა.

"ზოგჯერ მტრის განცხადებებს არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ალეგორიული პასუხის გაცემა სჭირდება.

ამიტომ, მინდა შევახსენო მათ [უკრაინელებს] უდავო ფაქტები:

  1. კიევი - ძველი რუსეთის დედაქალაქია.
  2. კიევი - დიდი, ამავე დროს, პატარა რუსული ქალაქია რუსეთის იმპერიაში.
  3. კიევი - სსრკ-ს რესპუბლიკური დედაქალაქია.

და ბოლოს, კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა", - თქვა მედვედევმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა