logo
ENG



მედვედევი: კოტელეტებისა და ფუნთუშების გაკეთება ჩვენც შეგვიძლია

10 მარ 202215:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/rh0tu6mdhcuy08a.jpg

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დასავლურ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარს ტოვებენ, დაბრუნება გაუჭირდებათ.

"ახლაც გავუმკლავდებით. კოტლეტებისა და ფუნთუშების გაკეთება, ამასთან უმაღლესი ხარისხის, ჩვენითაც ხომ შეგვიძლია. ამით, სხვათა შორის, შეგვიძლია დავკავდეთ ბიზნესით, რომელიც სანქციების ქვეშ მოვყვეთ. გამარჯობა McDonald’s!" - ამბობს მედვედევი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათეულობით ქვეყანამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.

საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები ყოველდღიურად ტოვებენ რუსეთისა და რიგ შემთხვევებში ბელარუსის ტერიტორიას, წყვეტენ პროდუქციის მიწოდებას ან შეზღუდვებს უწესებენ რუს მომხმარებლებს. 

ბოლო 1 კვირის განმავლობაში იმ კომპანიების და ორგანიზაციების რიცხვი, ვინც სანქციები და შეზღუდვები დააწესეს რუსულ ბაზარზე 177-ს აღწევს.


close დახურვა