logo
ENG



მედვედევი: რაც მალე მიიღება უსაფრთხოების გარანტიები, მით უფრო მალე ნორმალიზდება სიტუაცია

26 დეკ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/imzddnlg5jeq1pn.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რაც მალე მიიღება უსაფრთხოების გარანტიები, მით უფრო მალე ნორმალიზდება სიტუაცია.

"რაც მალე მიიღება უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რაც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, მით უფრო მალე ნორმალიზდება სიტუაცია. თუ ჩვენ არ მივიღებთ მათ, დაძაბულობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება", - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გარდა ამისა, მედვედევმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში კანონიერად არჩეული მთავრობის არსებობის შეწყვეტას ითხოვს.

"ჩვენ ყველა საჭირო ძალისხმევას მივმართავთ, რათა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ყველა მიზანი მიღწეული იყოს და კიევის ნაციონალისტების ამაზრზენმა რეჟიმმა არსებობა შეწყვიტოს. დღეს, ჩვენს გარდა ამ მისიას ვერავინ უმკლავდება", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა