logo
ENG



მედვედევი: რუსეთი სასურსათო პროდუქტს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწოდებს

01 აპრ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/01/wrda1czoo6zcj0o.jpg

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს "მეგობარ ქვეყნებს" მიაწოდებენ. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

"სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მივაწოდებთ მხოლოდ ჩვენს მეგობრებს (საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში). გავყიდით რუბლებშიც, მათ ეროვნულ ვალუტაშიც შეთანხმებულ პროპორციებში. არ მივაწოდებთ ჩვენს პროდუქციას ჩვენს არამეგობრებს. მათგანაც არაფერს ვიყიდით", - დაწერა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, რუსული პროდუქცია საკმარისია შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გაატარეს. შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ რუსი ოლიგარქები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო კომპანიები და პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები. რუსეთმა აღნიშნული ქვეყნები "არამეგობრული სახელმწიფოების" სიაში შეიყვანა, რომელთა შორის საქართველო არაა. 


close დახურვა