რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ოლექსანდრ სირსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, სირსკი "საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო და ახლა ნაცისტებს ემსახურება".
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, სირსკის ბიოგრაფიის გადახედვისას, სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა გეუფლება. [სირსკი] იყო საბჭოთა რუსი ოფიცერი, გახდა მოღალარე, დაარღვია ფიცი და ახლა ნაცისტებს ემსახურება", - თქვა მედვედევმა.
8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.
მანამდე, უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში წერდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმებოდა. თებერვლის დასაწყისში კი წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა.