უპრობლემოდ დაასრულა ვიზიტი საქართველოში რუსეთის ყოფილმა ვიცე- პრემიერმა და მედვედევის მრჩეველმა აგვისტოს ომის დროს. არკადი დვორკოვიჩი ახლა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია, ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აირჩიეს. დვორკოვიჩი ბათუმში იმ ჩემპიონატს დაესწრო, რომელსაც უკრაინის ფედერაციამ ბოიკოტი გამოუცხადა. დაარღვია თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი - არც ამაზე და არც სხვა კითხვაზე პასუხს რუსი პოლიტიკოსი ფორმულას არ აძლევს, მეტიც, შეკითხვებმა გააღიზიანა. დვორკოვიჩმა უკრაინაში ომი ფიდეს პრეზიდენტის არჩევნების წინ დაგმო, მაგრამ ამ დრომდე არ გამიჯვნია 2008 წელს რუსეთის შემოჭრას საქართველოში. იმ დროს დვორკოვიჩი კრემლის მაღალჩინოსანი იყო. ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობაც აქვს აღიარებული. ლეგენდარული მოჭადრაკე გარი კასპაროვი დვორკოვიჩზე ჰყვება, რომ მას პუტინთან კავშირები არასდროს გაუწყვეტია, ფიდეს კი რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებს.
მედვედევის ყოფილი მრჩეველი საქართველოში
28 სექ 202220:25
3 წუთის საკითხავი