logo
ENG



მედია: აშშ-ს უზენაესი სასამართლო აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებს

03 მაი 202216:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/c7ahsgfyreh552d.png

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას და პირველად დოკუმენტს Politico ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების პირველადი დოკუმენტი მოსამართლე სამუელ ალიტომ დაწერა და გაავრცელა სასამართლოში, სადაც კონსერვატორები დომინირებენ.

პროექტი არის 1973 წლის გადაწყვეტილების (Roe v. Wade) უარყოფა,  რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ხელისუფლების ზედმეტი შეზღუდვის გარეშე.

"როე თავიდანვე სასტიკად ცდებოდა". - აცხადებს  ალიტო.

1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ქალის უფლება, აირჩიოს აბორტი, კონსტიტუციურად არის დაცული. ასევე, გააუქმა აბორტის შეზღუდვების გადახედვის მკაცრი კონტროლის სტანდარტი.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება "რო და კეისის" საქმეზე უნდა გააუქმონ. დროა, მივხედოთ კონსტიტუციას და დავუბრუნოთ აბორტის საკითხი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს." - წერს ალიტო დოკუმენტში. 

Politico-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტი არის სამუშაო ვერსია და მოსაზრებები შეიძლება შეიცვალოს.


close დახურვა