logo
ENG



მედია: დაღესტანში მობილიზაციას აპროტესტებენ, პოლიციამ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა

25 სექ 202216:24
3 წუთის საკითხავი
 

მედიის ცნობით, დაღესტანში მოსახლეობა მობილიზაციას აპროტესტებს, პოლიციამ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა. ამასთან, დაღესტნის ხასავიურტის რაიონის, სოფელ ენდირეის მოსახლეობამ ხასავიურტი-მახაჩკალას ფედერალური საავტომობილო გზა გადაკეტა.

მედიის ინფორმაციით, სოფლიდან მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს, მოსახლეობა კი აქციაზე შვილების, ძმების და ქმრების დასაცავად წავიდა. პოლიცია ჰაერში გასროლით აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან დაკავებულები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება „რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად“ მოიხსენია. ამავე დღეს, რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რასაც 1400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა.

აქციები ასევე გაიმართა გუშინ, რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში. აქციებზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, პოლიციელები კვლავ აკავებდნენ. დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები მისცეს.


close დახურვა