უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება. ინფორმაციას რამდენიმე ფრანგული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკი პარიზში გერმანიიდან გაემგზავრება. მას საფრანგეთის დედაქალაქში, დღეს ელოდებიან.
Le Figaro-ს ცნობით, ზელენსკის საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეტ ბორნი და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა დახვდებიან. ხვალ, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს ვერსალში შეხვდება.
თუ ფრანგული მედიის ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება ზელენსკის მეორე ვიზიტი პარიზში ომის დაწყების შემდეგ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს 2022 წლის დეკემბერში შეხვდა. მაშინ შეხვედრები ელისეს სასახლეში ჩატარდა და მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ესწრებოდა.
დღეს, ზელენსკი ბერლინში იმყოფებოდა, ხოლო გუშინ რომსა და ვატიკანს ეწვია.