logo
ENG



მედია: მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია იყო

24 ივლ 202313:17
3 წუთის საკითხავი
clock 509
2023/07/24/xxujfk60gwdzqjv.jpg

უკრაინული მედია წერს, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. უკრაინსკაია პრავდა ინფორმაციას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაციას კარგი შედეგები მოაქვს და გაგრძელება იქნება“, - უთხრა წყარომ უკრაინულ მედიას.

წყაროს თანახმად, უკრაინის დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია.

24 ივლისს გამთენიისას რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს. 

 თავდაცვის სამინისტრო მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს.


close დახურვა