მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა.
სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ გემი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4-5 ივლისს ის უკვე ოჩამჩირის პორტში ფიქსირდება.
მიუხედავად იმისა, რომ Project 22870 სამაშველო ნავად კლასიფიცირდება, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ.
2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.
ბჟანია ამბობდა, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".
მარტში კი გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესი იყო ასახული.