პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. მათი განცხადებით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს, რომელიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელ ბინაში მოხდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქირაობდნენ - ქალის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.
მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბინაში შესვლის შემდეგ მათ ნიღბიანი კაცი დაინახეს, რომელიც ადგილიდან მიიმალა. მათი ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ქართულად ლაპარაკობდა.