logo
ENG



მედია: როსტოვის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მღვდელი, სავარაუდოდ, საქართველოშია

23 თებ 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/tn229i1etne70j1.jpg

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი, მარიუპოლის მახლობლად სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე როსტოვის უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Україна Православна ავრცელებს და წერს, რომ მღვდელი საქართველოში იმყოფება.

ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დაადასტურა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმაც. 

"მე შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა ღმერთს, მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს - ეს მისი მუშაობის დამსახურებით მოხდა", - თქვა მან გამოცემასთან საუბრისას.

არქიმანდრიტი ქრისტეფორე როსტოვის ციხეში იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს.

სასულიერო პირი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ანტირუსული, ექსტრემისტული ფორმით უკრაინის მთავრობის და შეიარაღებული დაჯგუფების მხარდაჭერაში, სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.

გამოცემა ეხო კავკაზა წერს, რომ თბილისში, მათ შორის საქართველოში უკრაინის საელჩოში, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი იმის შესახებ, რომ არქიმანდრიტმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.


close დახურვა