logo
ENG



მედია: რუსეთიდან დაპორტირებული უკრაინელთა ჯგუფი საქართველოში ვერ შემოდის

31 აგვ 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/31/nbvgec91bdkpll1.jpeg

17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან გამოაძევეს, საქართველოში, დარიალის ხეობაში საგუშაგოზე იმყოფებიან. მათ უფლება არ აქვთ საზღვრის გადმოკვეთისა და ლარსის საგუშაგოზე უკვე ერთ თვეზე მეტია საკმაოდ მძიმე პირობებში არიან.

Ukrainska Pravda ინფორმაციას რუსულ დამოუკიდებელ მედია ხოლოდზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც შეფერხების მიზეზად დოკუმენტები სახელდება, რომელიც უკრაინელ მოქალაქეებს თან არ აქვთ. 

დეპორტირებული უკრაინელებიდან ზოგი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მოხვდა საქართველოს საზღვართან, ნაწილი კი "საიმიგრაციო კანონების დარღვევისთვის".

უკრაინის 31 წლის მოქალაქე, ოლექსანდრ შულჰინის თქმით, მათ პასპორტები არ აქვთ და საკუთარი ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უკრაინიდან ელოდებიან. შულჰინი ასევე ამბობს, რომ ბოლო 10 წელია რუსეთში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. 2024 წლის იანვარში მიგრაციის კანონების დარღვევისთვის დააკავეს და დაადეპორტეს, თუმცა მანამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.

შულჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის ზოგიერთ წევრს ტუბერკულოზის დაავადება აქვს. მათთვის საკვები კი მოხალისეთა ორგანიზაციას პერიოდულად მოაქვს.


close დახურვა