logo
ENG



მედია: რუსეთში ჩასულ Rammstein-ის სოლისტთან სასტუმროში პოლიცია მივიდა

28 აგვ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
მედია: რუსეთში ჩასულ Rammstein-ის სოლისტთან სასტუმროში პოლიცია მივიდა

რუსეთში, ტვერის ოლქში 28 აგვისტოს, ღამით Rammstein-ის სოლისტთან პოლიციელები მივიდნენ. ინფორმაციას რამდენიმე ადგილობრივი მედია და ტელეგრამარხი ავრცელებს. სამართალდამცავები დასასვენებელ კომპლექსში მივიდნენ, სადაც ტილ ლინდემანი იყო გაჩერებული.

Rammstein-ის სოლისტი 29 აგვისტოს პარტია როდინას მხარდასაჭ  ფესტივალში - მაკლარინში იღებს მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორმა, ჰოლდინგ აფანასიის დამფუძნებელმა, მაქსიმ ლარინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ლინდემანი თავის ჯგუფთან ერთად ვერ გადამალეს. ახლა იპოვეს და პრესავენ". მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

ინტერფაქსის წყაროს მიხედვით, შემოწმება განცხადების საფუძველზე ჩატარდა. თვითონ ტილ ლინდემანი ამ დროს ნომერში იყო. ერთ-ერთმა ტელეგრამარხმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე ჩანს ლინდემანი რამდენიმე პირის გარემოცვაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მომღერალს გადასცეს წერილობითი განკარგულება შეზღუდვების შესახებ, რომელიც ტვერის ოლქში დაგეგმილ მის კონცერტს ეხება.

თავდაპირველად მაკლარის ფესტივალის ჰედლაინერი Би-2 უნდა გამხდარიყო. თუმცა 23 აგვისტოს მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ გამოსვლას ვერ შეძლებენ, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცა გაფრთხილება კოვიდრეგულაციების გამო აღნიშნული ღონისძიების ვერჩატარებასთან დაკავშირებით. 

ასევე, ცნობილია, რომ ლინდემანი მოსკოვში დაგეგმილ კიდევ ერთ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობს, რომელიც 27 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს. 


close დახურვა