logo
ENG



მედია: რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს

16 მაი 202418:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/6i3m6if9tvhqbau.jpg

რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიები ავრცელებენ.

შედეგად, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში კვლავ შეძლებენ ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ფულადი გზავნილების გაგზავნის შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა გაუადვილდებათ", - თქვა მან.

ცნობილია, რომ გადაწყვეტილება მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში, საქართველო-რუსეთის სექციის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ფორმატში მიიღეს.

საგადახდო სისტემა "იუნისტრიმმა" საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით,  აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.


close დახურვა