logo
ENG



მედია: საზღვაო ქვეითებმა და აზოვმა მარიუპოლის პორტიდან 500 მებრძოლი გადაარჩინეს

20 აპრ 202219:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/onid63cgpr76ze4.jpg

36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია მესაზღვრეებისა და პოლიციის თანამშრომლების აზოვსტალის ქარხანაში ევაკუაციისთვის. ამის შესახებ Преступности.НЕТ ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ მიკოლაევის საზღვაო ქვეითები და აზოვის მებრძოლები ჯავშანტექნიკით გავიდნენ საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი - ამ უკანასკნელს საბრძოლო მასალა უმთავრდებოდა.

"სამხედროებმა ბრძოლით გაარღვიეს გზა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ და ტრანსპორტით დაახლოებით 500 მებრძოლი აზოვსტალის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელებისას სერიოზულად დაზიანდა დამპყრობლების ცოცხალი ძალა", - წერს გამოცემა.

19 აპრილს, მარიუპოლის ფოლადის ქარხანას რუსეთი დღის განმავლობაში ბომბავდა. აზოვსტალი მთლიანად განადგურდა. აზოვის ბატალიონის ხელძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ ქარხანას სუპერ მძიმე ბომბები ესროლეს, ნანგრევების ქვეშ კი ძალიან ბევრი ადამიანია და ჯარისკაცები მათ ამოყვანას ცდილობენ.

20 აპრილს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლის მცველ ჯარისკაცებს ულტიმატური მესამედ წაუყენა და კიდევ ერთხელ მოსთხოვა დანებება. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს. 

მოქალაქეები და მებრძოლების აზოვსტალის მიწისქვეშა ბუნკერებში არიან გამაგრებულები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა