logo
ENG



მედია: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის თამაზ გოლოევია

24 აპრ 202612:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/4q53j9iwlzadsqu.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კაცი 27 წლის თამაზ გოლოევია. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ახალგორელ კაცს ბრალი უკვე წარუდგინეს და სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. გამოძიება მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება.

ოფიციალურ განცხადებებში სუს-ი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებდა დაკავებული, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქმე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ეხება, რაშიც მასთან ერთად კიდევ ორი ძებნილი პირი ფიგურირებს. უწყების განმარტებით, გოლოევზე დაკვირვება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხა თუ არა მან ინფორმაციის გაცემა, კონკრეტულად რა სახის მონაცემებზეა საუბარი ან რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი საქმეში მის წინააღმდეგ.

 


close დახურვა