logo
ENG



მედიაზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

08 ივლ 202116:47
3 წუთის საკითხავი
 
მედიაზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ფორმულა

რუსთავი 2-ის, მთავარი არხის, ნიუპოსტისა და ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს - ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე - გირაოს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.


close დახურვა