logo
ENG



მედიაკრიტიკოსები და მათი დაფინანსების წყარო - შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია

23 მაი 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე თვეა გაჩნდა ახალი მედიაპლატფორმები, რომლებზეც მედიის საქმიანობის კრიტიკა მიმდინარეობს.

მედიაკრიტიკოსები, რომელთა დაფინანსებაც საკმაოდ მაღალია, აკრიტიკებენ მხოლოდ იმ არხებს, რომლებიც დითირამბებს არ უძღვნიან მთავრობას და მათ წერილებში ვერასდროს ამოიკითხავთ მაგალითად „პოსტ ტვ“-ის, „ობიექტივის“,„სპუტნიკ-საქართველოს“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას. 

"ფორმულა" დაინტერესდა, რამდენი იხარჯება მედიის კრიტიკისთვის საქართველოში. ნაწილი მედია კრიტიკისა და მედია წიგნიერებისთვის გამოყოფილი ხარჯები ღიაა, თუმცა მარეგულირებელი კომისიის საფარქვეშ შექმნილი კიდევ ერთი მედიაპლატფორმა არ არის იურიდიული სამართლის პირი და მას კანონით აქვს უფლება ინფორმაცია ფინანსების შესახებ არ გაასაჯაროოს. სწორედ ეს საკითხი აქვთ გასაჩივრებული არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოში და ითხოვენ, რომ გამჭვირვალე იყოს ამ ორგანიზაციის ფინანსები - სასამართლო გადაწყვეტილებას ივნისში გამოაცხადებს. 


close დახურვა