აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა, ვაშინგტონში ამერიკელ ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
რავიდის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის ელჩმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად მიაწოდა.
ამასთან, Channel 12-ის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს უკვე წარუდგინეს მასალები, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვას ადასტურებს.
დამატებით, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი აღმოჩენილია.
