logo
ENG



მედიის წარმომადგენლები კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს

12 დეკ 201910:55
3 წუთის საკითხავი
 
bh55imxvvmhlwl2.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. „ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, მანდატურებმა ჟურნალისტები და ოპერატორები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან გაყვანა კომიტეტის თავმჯდომარემ მოითხოვა. ჟურნალისტები დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა მანდატურები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ჟურნალისტების გაძევება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გააპროტესტა.

 


close დახურვა