logo
ENG



მეზვრიშვილი: თუ სიტუაცია გართულდა, შესაძლოა, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ

02 მაი 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

როდის და რა თანმიმდევრობით ამოქმედდება ეკონომიკა? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ მთავრობაში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბიზნეს-სუბიექტების ამოქმედების ვადები განსაზღვრულია, თუმცა მისი აღსრულება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული

"შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თანამოქალაქეები რამდენად ზუსტად შეასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ეს გახლავთ სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება. თუ სიტუაცია გართულდა, შესაძლებელია რომ მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარება 23 მაისამდეა გამოცხადებული. 


close დახურვა