logo
ENG



მეზვრიშვილი: ინფიცირების ზრდის შემთხვევაში, შეიძლება, მობილობის შეზღუდვა მოგვიწიოს

16 სექ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელახალი შეზღუდვები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. მისივე აღნიშვნით, ახლა ამის საჭიროება არ არსებობს და ასეთის შემთხვევაში, ეს არ იქნება სრული კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობა. 

"ის შეზღუდვები, რომლის გამოყენებაც შეიძლება მოგვიწიოს, რაოდენობის კიდე უფრო ზრდის შემთხვევაში, იქნება ძირითადად მობილობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები, მათ შორის ბათუმში", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 31-ით გაიზარდა.

 


close დახურვა