logo
ENG



მეზვრიშვილი: მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც

24 ოქტ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობის მიერ პირბადის ტარება, მათ შორის გარე სივრცეებშიც, მკაცრად რეკომენდირებულია. 

როგორც მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. 

"გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ესრეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ  დახურულ, არამედ ღია სივრცეებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარე სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია მთავრობამ გუშინ, 23 ოქტომბერს გასცა.


close დახურვა