logo
ENG



მეზვრიშვილი: ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას არ ეხება

09 სექ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 
მეზვრიშვილი: ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას არ ეხება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება.

ის საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, მსგავსი შეკრებების დროს წესები დაიცვან.

"ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინაროებს წინასაარჩევნო კამპანია. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, უბრალოდ გვსურს, მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, რომ გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და წესები დაიცვან", - თქვა მეზვრიშვილმა.

ხვალიდან 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა იკრძალება.


close დახურვა