logo
ENG



მეზვრიშვილი: ძალოვნების ზეწოლის შედეგად ათეულობით ჩვენმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა

04 სექ 202119:25
3 წუთის საკითხავი
 
მეზვრიშვილი: ძალოვნების ზეწოლის შედეგად ათეულობით ჩვენმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებული სისტემური ზეწოლის შედეგად მათმა რამდენიმე ათეულმა კანდიდატმა თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აწ უკვე ყოფილი კანდიდატები იძლებულნი არიან, სამთავრობო მედიასაშუალებებით არასწორი ინფორმაციაც გაავრცელონ.

„უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალოვანი უწყებების გამოყენებით ხორციელდება სისტემური ზეწოლა. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად უკვე მოხსნა კანდიდატურა. მოხსნეს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ინფორმაციის გახმაურების შიშით.

სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, ოცნება დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედია საშუალებების გამოყენებით ტყუილებს ავრცელებინებენ", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

 


close დახურვა