logo
ENG



მეზვრიშვილის თქმით, კომისიები ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული

30 ოქტ 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/neo44h5swpe6dr3.jpg

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეგიონებში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

მეზვრიშვილმა წარმოადგინა სქემა, სადაც გაშიფრულია, რომ კომისიებში მყოფი ადამიანები ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები არიან, მათ შორის ოცნების წევრების ნათესავები და ოჯახის წევრები, ასევე ადამიანები, რომლებსაც ფოტოები აქვთ გადაღებული მმართველი პარტიის ლიდერებთან.

მეზვრიშვილის თქმით, კომისიაში სრულად ნეიტრალურები ადამიანების ნაცვლად ოცნების პარტაქტივი იყო ჩანერგილი.

"ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე წარმოვადგინეთ ძალიან დეტალური სქემა, როგორ იყო დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები და მინდა, წარმოვიდგინოთ ამ სქემის მეორე ნაწილი, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გადეს, 26 ოქტომბერს ვის ხელში იყო თითოეული ჩვენგანის ხმა. ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები და სრულად თითოეული მათგანი წარმოადგენს ოცნების პარტაქტივს, რომლებიც ჩანერგილი ჰყავდა ოცნებას საჯარო სამსახურში"- თქვა მეზვრიშვილმა. 

მან ქართული ოცნების მიერ კომისიის ახლობლებით დაკომპლექტებაზე კონკრეტული ქალაქების მაგალითებზე ისაუბრა.

"მაგალითად ქუთაისი მთლიანად არის გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი სანათესავოს ხელში. მთელი სანათესავო, ბიძაშვილები, ქმრები, ცოლები გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა უბნებზე. ზოგი კომისიის წევრად, ზოგი თავმჯდომარედ, ზოგი მდივნად. კომისია არ არის დარჩენილი ქუთაისში, სადაც ოცნების პარტაქტივი არაა განმწესებული.

მაგალითად ვინმე მზია ქავთარაძე, ოცნების ტორტთან ერთად ზეიმობს და კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოთი. 59 საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალური წევრი. ასე გამოიყურებოდნენ ნეიტრალური წევები არჩევნებზე.

მაგალითად რუსთავშიც ანალოგიურად, ვინმე ლაშა ჩოფლიანი საკრებულო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მთელი კლანი ოჯახური, მთელი სანათესავო, სიძე, შვილები მეუღლე. ერთი მათგანი 59-ე სპეციალურ უბანზე, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მეუღლე, ჩოფლიანის სიძე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. სრულად ნათესაური კლანები ოცნების გადანაწილებული კომისიებზე. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები რიგის მომწესრიგებლები, რომლებიც ადამიანებს მარკირებებს უკეთებდნენ და ამ ადამიანების ხელში იყო ხმების დათვლა"- თქვა მეზვრიშვილმა.


close დახურვა