logo
ENG



მეივეზერი რინგზე დაბრუნებას გეგმავს

26 ივლ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 
bmff9tdoge3uhey.jpg

2016 წელს, ისტორიაში პირველად, პროფესიონალი მოკრივე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს კრივის რინგზე დაუპირისპირდა. ფლოიდ მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ვარსკვლავი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. 

43 წლის მეივეზერმა "ფორბსთან" მიცემულ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ფლოიდი 2021 წელს რინგზე დაბრუნებას გეგმავს.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ გარკვეულ ვარიანტებზე ტოკიოში. შესაძლოა ბრძოლა 2020 წელსაც კი გავმართო,“ – განაცხადა მეივეზერმა.

ფლოიდმა ბოლო ბრძოლა 2018 წელს კიკბოქსინგის წარმომადგენელ, იაპონელ ტენშინ ნასუკავასთან გამართა.

მეივეზერი ასევე აცხადებს, რომ ის სიამოვნებით გამართავდა რემატჩს კონორ მაკგრეგორთან. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაასრულა.


close დახურვა