logo
ENG



მელაშვილი: ციხეში გიგიაძემ მხარდამჭერი წერილი მომწერა, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

28 იან 202121:40
3 წუთის საკითხავი
 

ივერი მელაშვილი ფორმულასთან სტუმრობისას ყვება, რომ ციხეში ყოფნის დროს საქართველოს ელჩმა დანიაში გიორგი გიგიაძემ, საჯაროდ გაცხადებული მხარდაჭერის გარდა, მას პირადი წერილიც მისწერა.

"მხარდაჭერა და გვერდში დგომა", - ამბობს ივერი მელაშვილი, - "ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო". 

გიორგი გიგიაძემ პირველად მელაშვილსა და ილიჩოვას საჯარო მხარდაჭერა მათი დაკავების შემდეგ გამოუცხადა. გიგიაძემ კარტოგრაფებისთვის წაყენებულ ბრალდებას აბსურდული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ, მისი თქმით, უდანაშაულო და "თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები" საპატიმროს მალე დატოვებდნენ. 

სასამართლოს მიერ პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შემდეგ კი გიგიაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და კარტოგრაფებს გათავისუფლება მიულოცა. 

"გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - დაწერა ელჩმა. 

კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, გადაწყვეტილება მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში სწორედ გიგიაძის მხარდამჭერი განცხადების გამო მიიღეს. მაშინ გიგიაძემ განაცხადა, რომ დანიაში ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ეწურებოდა და ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, როგორ გააგრძელებდა საქმიანობას.  


close დახურვა