logo
ENG



ოკმელაშვილს ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდება მოუხსნეს

15 იან 202514:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს. ამ დროისთვის, ოკმელაშვილს ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.

პროკურატურა და ადვოკატი მოსამართლის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. 

ოკმელაშვილის ადვოკატმა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა არგუმენტით, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. 

გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვრამდე გადაიდო.

2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა