logo
ENG



მელაძე: ტვ პირველის მთავარი სერვერი გათიშულია, მალე გვეცოდინება, იყო თუ არა კიბერთავდასხმა

05 სექ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხის ცენტრალური სერვერი გათიშულია. 

მელაძეს ეჭვი აქვს, რომ ეს შესაძლოა კიბერთავდასხმით იყოს გამოწვეული. 

"სტუდია ჩართულია, წამყვანები ადგილზე არიან, ჟურნალისტები - გადაღებებზე, თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას. 

მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს".- თქვა მან. 

ტვ პირველი ეთერში 3 სექტემბერს ახალი შენობიდან გავიდა. 


close დახურვა