logo
ENG



მელაძის ადვოკატი:წყაროს დასახელებაზე თავს შევიკავებთ. უცნობია, რა კითხვები აქვთ

24 ივნ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

ნოდარ მელაძის ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე მომზადებული სიუჟეტის წყაროს არ დაასახელებს - როგორც ლევან მახარაშვილმა განმარტა, ამის უფლებას მედიამუშაკს კანონი აძლევს.

ნოდარ მელაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მეორედ გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვოს გამოკითხვა.

როგორც ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა კითხვები ექნება გამოძიებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ნოდარს უწყებაც არ ჩაბარებია, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე მივიღებთ მონაწილეობას. წყაროს დასახელებაზე თავს შევიკავებთ. უცნობია, რა კითხვები აქვთ და ვერ გეტყვით, დადგება თუ არა დღის წესრიგში მეორედ გამოკითხვის აუცილებლობა, ან ჩვენებას მივაწოდებთ სუს-ს თუ მოსამართლეს. გააჩნია ვითარებას, რა კითხვები იქნება და შემხებლობაში იქნება თუ არა ნოდარ მელაძე ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.


close დახურვა