logo
ENG



მელია: დედაჩემისგან, რომელსაც ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არ უნდოდა, სმს მივიღე - ბრძოლა ბოლომდე!

01 ნოე 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას ომი გამოუცხადა და ის აუცილებლად დამარცხდება.

მელიას თქმით, ოპოზიცია არ ცნობს ცესკო-ს შედეგებს და ითხოვს ახალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

"დედაჩემისგან, რომელიც მებრძოდა, რომ პოლიტიკაში არ ვყოფილიყავი, მივიღე მესიჯი - ბრძოლა ბოლომდე! ამით ყველაფერი ნათქვამია. შეუძლებელია, ამაყი, პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ, ორ, სამ კონკრეტულ დღეს. აქ უკან დახევა ღალატია და ამ ღალატს არ ჩავიდენთ. უამრავი თაობა მდგარა და ყველას გაუმარჯვია, ჩვენც გავიმარჯვებთ, სხვაგვარი შედეგი ისტორიის მიერ აკრძალულია. ძალიან მშვიდი და ძლიერი ვარ. სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩემს შვილს თვალებში ვერ ჩავხედავ. მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ხალხი ვიხილო. პირველი მტერი ვიქნები იმის, ვინც ერთობას დაარღვევს", - აცხადებს მელია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% -  3 726 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07% 

ევროპული საქართველო - 3,79%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,18%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,92%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 


close დახურვა