logo
ENG



მელია: დიდუბეში ჯაფარიძეს ვუჭერთ მხარს, საბურთალოზე კანდიდატს არ დავაყენებთ

18 აგვ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 593

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერას ოპოზიციის მხრიდან დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში მომავალმა თაობამ უნდა გაიმარჯვოს, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი სწორედ ასეთი პოლიტიკოსია.

რაც შეეხება საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას, მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა საბურთალოს რაიონში საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატს არ აყენებს. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავთ დაყენებული, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხებას მარტივად შეძლებენ.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დღეს, რომელიც გულისხმობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას. ჩემი აზრით ამ ქვეყნისთვის თეორიულად არაფრის მომტანმა გია ვოლსკმა მარცხი უნდა იწვნიოს. მომავალმა თაობამ უნდა გაიმარჯვოს და ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს სწორედ ასეთ პოლიტიკოსს.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ აყენებს, რადგან საბურთალოს რაიონში ოპოზიციის ბევრი ღირსეული კანდიდატია წარმოდგენილი და არ გვინდა მათ ხელი შევუშალოთ, ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხებაში ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს" , - განაცხადა ნიკა მალიამ.

ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.


close დახურვა