logo
ENG



მელია: ეს არის ვითარება, სადაც უკან დახევაზე ფიქრი შეუძლებელია

07 მარ 202323:04
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ეს არის ვითარება, სადაც უკან დახევაზე ფიქრი შეუძლებელია

ეს არის ვითარება, სადაც უკან დახევაზე ფიქრი შეუძლებელია საზოგადოების წიაღში. [...] მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვაჯობოთ ნებისყოფით, გამძლეობით და ეს ყველაფერთან ერთად არის ნერვების ომი. უნდა ვიდგეთ, დიახაც, უნდა დავღალოთ, მარტივად გეტყვით. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გმირობის მაგალითები, კიევში ასობით, ათასობით ადამიანი მეტროსადგურში ბავშვებთან ერთად, ჭარმაგ მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ საკვების ნაკლებობის პირობებში, ჩვენ უნდა გავძლოთ დღეები, ამასობაში რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი უნდა შემოუერთდეს ამ პროტესტს ფიზიკურად, სხვადასხვა ქალაქებიდან, რაიონებიდან. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარული იქნება ყველა პროფესიის ადამიანი, ძალიან ბევრი ლექტორი აღარ შევა სალექციო დარბაზში და დადგება აქ. ძალიან ბევრი მასწავლებელი სკოლაში, კლასში აღარ შევა. სტუდენტებთან ერთად ისინი დადგებიან აქ. ჩვენ უნდა ვიდგეთ, დიახ, უნდა ვაჯობოთ სიმტკიცით და სიმრავლით. მე ასე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, არ დავარქმევ ამას თავდადებას, ჩვენი ისტორიული ვალის გადახდისთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი დგას ქუჩაში. 


close დახურვა