logo
ENG



მელია: თუ მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ

18 თებ 202109:09
3 წუთის საკითხავი
 
მელია: თუ მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ
ვახო ქარელი/ფორმულა

"თუკი მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ღამე პარტიის ოფისში გაათენა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების საქმე წასულია.

"თუკი მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ. როგორც დღეს სამსახურში გამოცხადნენ, ისე წავლენ სახლებში, გაიხდიან აღჭურვილობას და წავლენ.

ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ და ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სასმახურსაც თავს დაანებებს, იმ სამახურს, რომელიც არის ერთი კაცის სამსახური და არა - ქვეყნის", - თქვა მელიამ მთავარ არხთან.

დილის 6 საათისთვის ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე სამართალდამცველების ინტენსიური მობილიზება მიმდინარეობდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გროვდებიან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანებში მოთავსებული სამართალდამცველები სპეციალურ ბაზაზე, იმ ოფისთან ახლოს, რომელშიც პატიმრობაშეფარდებული ნიკა მელია მთელ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად იმყოფება. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.


close დახურვა