logo
ENG



მელია: ივანიშვილი ისე გათავხედდა, რომ წერილებზე არც რეაგირებს

26 იან 202022:04
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, სენატორ ვიკერის წერილის დამალვა იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელი პოლიტიკოსების წერილებზე რეაგირებას არ აპირებს. 

როგორც მელიამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, სენატორი ვიკერი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსია და მისი დასკვნები დიდ როლს თამაშობს ევროპის ქვეყნებთან აშშ-ის დამოკიდებულებაში. ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია იქნება ერთიანი და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვს.

„ოპოზიციის სტრატეგია გასაგები და მრავალწახნაგოვანია. ის ემსახურება ერთობას საარჩევნო სისტემის გარშემო, რომ ეს პირობა იქნეს დადებული მაგიდაზე. სერიოზულად არავინ განიხილავს მათ შემოთავაზებას 100/50-ზე. ყველა ადამიანი, ვინცაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დამცველი, ითხოვს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს. თუ ეს ყველაფერი სისრულეში არ მოვა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სენატორი ვიკერი, ვისი წერილიც დამალეს, არის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე. ეს არის კომისია აშშ-ის მიერ დაფუძნებული, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის ინტერესებს ეუთო-ში. ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში მათი დასკვნები თამაშობს ძალიან დიდ როლს. ასეთი ადამიანის წერილს რომ დამალავ, ნიშნავს, რომ ივანიშვილი ეფლობა ვალში. ყველა მევალე ურეკავს უკვე და ეს აღარც პასუხობს, ისე გათავხედდა და არც რეაგირებას ახდენს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ სენატორ ვიკერის წერილი გუშინ სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა.


close დახურვა